გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 18 მარტს ელოდებიან

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 18 მარტს წარდგება. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში თებერვლის მესამე კვირაში უნდა მისულიყო, თუმცა დეპუტატების გადატვირთული სამუშაო გრაფიკის საბაბით, მისი გამოსვლა გადაიდო.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: სოსანაშვილი ჩანერგილია
შემდეგი სტატიაახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია