გიორგი მარგველაშვილს ლატვიელმა კოლეგამ ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ლატვიელმა კოლეგა ანდრის ბერზინშმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა ანდრის ბერზინშს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსადმი ლატვიის მხარდაჭერას.
“ჩვენ გვახსოვს და უაღრესად ვაფასებთ ლატვიელი ხალხისა და ხელისუფლების მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს წუთებში – 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს. თუმცა ეს თანადგომის ერთადერთი პრეცენდენტი არ არის. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან დღემდე ჩვენ არაერთხელ გვიგრძვნია ის კეთილგანწყობა, რომლითაც ლატვიელი ხალხი და მისი ხელისუფლება განმსჭვალულია საქართველოს მიმართ. დაუვიწყარია თქვენი მხარდაჭერა ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესში. ამავდროულად მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის დაუვიწყარი მეგობრული სულისკვეთება, რომელითაც აღსავსეა თითოეული შეხვედრა და საუბარი ლატვიის პრეზიდენტთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს ლატვიაში ვიზიტი დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ გატყუებენ
შემდეგი სტატია“ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს”