გიორგი მარგველაშვილმა სტიქიასთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს შენაერთებს ჩართვისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა, ბრძანების შინაარსი კი ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.

“საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, გამოსცა ბრძანება როგორც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით თავდაცვითი ჯარების გამოყენების თაობაზე. სტიქიის შედეგებთან ბრძოლისთვის გამოყენებულია საჰაერო ძალები, საინჟინრო ბრიგადები და სახმელეთო ძალები. საქართველოს პრეზიდენტი და მე პირადად და უშიშროების საბჭო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ,”- აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ტრაგედიის შემდგომმა რეაგირებამ აჩვენა, რომ შეგვიძლია ერთმანეთის გვერდში დგომა
შემდეგი სტატიაზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარი სტიქიამ იმსხვერპლა