გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე წარუდგინა

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარუდგინა.
მარგველაშვილმა სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესსა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ უკვე ოფიციალურად განწესებული ახალი სასამართლოს თავმჯდომარე და ვუთხრა მადლობა ყველა იმ პირს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდა. ჩვენ ეს პროცესი თავიდანვე საზოგადოების ხელში გადავიტანეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად იმისთვის, რომ აგვემაღლებინა სასამართლოს ავტორიტეტი, განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ და რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველაზე დიდ პატივს უნდა ვცემდეთ. ამ მართლა ღია პროცესის შედეგად ჩვენ დღეს გვყავს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც თქვენ ჩემზე დიდი ხანია იცნობთ და მე წარგიდგენთ მომავლის დიდი იმედით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა