გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით წარმატებით ვითარდება

“თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ამ ღირშესანიშნავ დღეს, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.
მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო ლიტველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.
banner
წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილმა ლიტვის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა