გიორგი მარგველაშვილმა ალექსის ციპრასს საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარტია „სირიზას“ და ალექსის ციპრასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამასთან, მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან გულითადი მილოცვა პარტია „სირიზას“ არჩევნებში გამარჯვებასთან და საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად თქვენ ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით. დიდი პატივით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობით საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ. თქვენო აღმატებულებავ, ღრმა პატივისცემით მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ბერძენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

banner
წინა სტატიაში,,კერძო სექტორი ზიანდება, როცა მშობელს კერძო სკოლაში შეყვანიდან 2-3 დღის შემდეგ შვილი საჯარო სკოლაში გადაჰყავს”
შემდეგი სტატიამეზობლების მტკიცებით, ოზურგეთში, პოლიციამ ერთ-ერთ მოქალაქეს ტყვიები ჩაუდო