გიორგი მარგველაშვილი – 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კატასტროფული სტატისტიკა აღარ განმეორდება. ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც არამარტო პოლიციას, არამედ მთელ საზოგადოებას გვიპირისპირდება. 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ ამის ახსნა გვიჭირს დღეს, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენს ბუნებაში, ეს არ არის ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ მე მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად, ფსიქოლოგიის და სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით, შეძლებენ და ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან. ამიტომ 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად და დარწმუნებული ვარ, ის კატასტროფული სტატისტიკა, რაც 2014 წელს გვქონდა, წელს აღარ განმეორდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის “შავი სია” დილოგის საშუალებას არ ტოვებს დიალოგისთვის
შემდეგი სტატიაშუალედურ არჩევნებზე სენაკის ოლქში 541 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო ზუგდიდში – 217