ჯოზეფ ბაიდენის უფროსი შვილის, ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. სამძიმრის წერილში ნათქვამია:
“ძვირფასო მეგობარო,
შეძრწუნებული ვარ თქვენი შვილის ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო. რთულია ვანუგეშოთ მშობელი, რომელმაც უძვირფასესი ადამიანი დაკარგა. ამ მძიმე წუთებში მიიღეთ ჩემი სამძიმარი და ქართველი ხალხის თანადგომა.” – წერია წერილში.