გიორგი მარგველაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე და იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ახორციელებს.

შეხვედრისას განიხილეს NATO-ს მინისტერიალის და მომავალ წელს დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების კონკრეტული საკითხები. ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები.

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ქვეყანაში ღია და მშვიდი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ ასევე, ქვეყანაში სასამართლოსა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც NATO-სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი და ყველა ვისთანაც მქონდა დღეს შეხვედრა თანხმდება ამ საკითხების მნიშვნელობაზე. საკმაოდ ვრცელი დისკუსია გვქონდა საშინაო ურთიერთობების შესახებ. განვიხილეთ NATO-სა და საქართველოს ურთიერთობები და ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას NATO-სთან. ასევე დისკუსია შეეხო იმ განსხვავებულ იდეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „მეტ NATO-ს“ საქართველოში. შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და მე მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ ვიზიტს ამ არაჩვეულებრივ ოფისში“ , – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის” იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილთან სასაუბროდ დავით უსუფაშვილი მივიდა