გიორგი მარგველაშვილი – ჩვენი გულწრფელი სურვილია ევროპული გზა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად განვლოთ

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ქართველ და აფხაზ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი , რომელსაც ქვეყნის პირველი პირი “აფხაზეთის დღესთან” დაკავშირებით ავრცელებს.
მისივე განმარტებით, ქართველი ხალხის სურვილია საქართველომ ევროპული გზა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად განვლოს.
“დღეს საქართველოში “აფხაზეთის დღე” აღინიშნება. ეს დღე უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივთ, იესოს ერთ-ერთი მოციქულის, აფხაზეთის მიწაზე დაკრძალული წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დაწესდა. დღეს ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთის მიწის შვილებს – მწერლებსა და მეცნიერებს, სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს. დღეს ასევე გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის ომს.
ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე – უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ჩვენს ხალხებს.
დღეს საქართველო შეუქცევადად ადგს ევროპული განვითარების გზას და ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ იგი აფხაზ და ოს ხალხთან ერთად განვლოთ. ღრმად მწამს, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს ერთობლივ შენებას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშისიღნაღის ქორწინების სახლი დროებით იხურება
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფო,, ატომური ბომბის შეძენას აპირებს