გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შთამომავლები ქვეყნის დიდ გამარჯვებას და გამთლიანებას მოესწრებიან

გიორგი მარგველაშვილი კიევში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
“თანამემამულენო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მივესალმები ყველა ქართველს, ქართულ საზოგადოებას, მრავალეროვან სახელმწიფოს და იმათ, ვინც საქრთველოში არ არიან და დამოუკიდებლობის დღეს საზღვარგარეთ ზეიმობენ. მივესალმები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პრემიერ-მინიტრს და მის მეუღლეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, ჯარს, დიპლომატიურ კორპოუსს, მოკავშირეებს ვინც ზეიმობენ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიასა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეებზე ისაუბრა.
“ნოე ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაინახავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახუდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის ვერ წაარმთევთ. დღეს, ჩვენ 1918 წლის 26 მაისს ვზეიმობთ, დღეს ჩვენ ვზეიმობოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას, ვზეიმობთ ამ დღეს, მაშინ როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიეტს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო, ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც დავით აღმაშენებლემა თბილისი გაათავისუფლა, ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს როდესაც გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიან საქართველო. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება – ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე ამ მიზნის მიღწევას შესწირეს. ამას ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფო გრძელ ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს. ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავის მუშაობით, სიცოცხლით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო, ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა. ჩვენ მადლობლელი ვართ მათი. ამავე დროს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებას და დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლებიც, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებას, სიძლიერეს გამთლიანებას მოესწრებიან. გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ყველას უნდა გვახსოვდეს, რის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა
შემდეგი სტატია,,მის რუსეთის,, წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა