საქართველო დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, სადაც გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, თუმცა ამავე დროს ისინი კანონსაც უნდა ემორჩილებოდეს.
როგორც პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” აქციის კომენტირებისას აღნიშნა, მას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ შს მინისტრმა და აქციის ორგანიზატორებმა აქციის ევროპულ ფორმატში ჩატარება დაგეგმეს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ, სადაც ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს. შს მინისტრისა და აქციის ორგანიზატორების ასეთი შეხვედრა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ფაქტობრივად ევროპული სტანდარტის დანერგვაა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე გაიმართება.