გიორგი მარგველაშვილი: შეუძლებელია ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტთან ერთად სამძიმარზე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებოდა.

“შეუძლებელია, დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მთელი ქართველი საზოგადოების სახელით მივუსამძიმრე. დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი ვერ გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მეოთხე დღეა, რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ანსამბლ “სიხარული 2”-ის წევრი ბავშვების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გუშინ საღამოს ცნობილი გახდა დნმ-ის პასუხები, რის მიხედვითაც მოხდა ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების იდენტიფიცირება.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს შაბათს, 14.00 საათზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ახლა ჭორებზე საუბრის დრო არ არის
შემდეგი სტატია,,პოპულიზმი არ კლავს, მაგრამ აღარიბებს,, – მამუკა კუდავა