გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგას უსამძიმრებს

შესაძლოა, პრეზიდენტი პირველივე სხდომაზე არ გამოცხადდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო, უკრაინელ კოლეგას უსამძიმრებს.
“შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ყოვლად აღმაშფოთებელია და მას არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს.
საქართველომ კარგად იცის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ფასი. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ვიზიარებთ მოძმე უკრაინელი ხალხის ტკივილს. ამ განსაცდელის ჟამს მინდა გისურვოთ გამძლეობა, სიმტკიცე და მშვიდობა. გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
13 იანვარს დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს, ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა საფრანგეთში – დაშავებულია ერთი პოლიციელი
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი ყველა რელიგიას დაიცავს