გიორგი მარგველაშვილი – საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

662824e12d33264d784f18fb647e8dd6უდიდესი გამოწვევაა, განავითარო დემოკრატია, როდესაც საზღვრები არის მორღვეული, ტერიტორიები ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე – “დემოკრატიის არსი საგარეო ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში” განაცხადა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მიმდინარე დისკუსიისას გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველოში მოხდა არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებში.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რეგიონში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რაც უსაფრთხოების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს.
გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც ისაუბრა აღნიშნა, რომ თუკი ხელშეკრულებებამდე არსებობდა საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ეს რეჟიმი ანექსიის რეჟიმში გადავიდა.
გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანი უწოდა ნატო-სგან მიღებულ პაკეტს. პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ნატო-ს მეტი წარმომადგენლობა და ჩართულობა საქართველოში და საქართველოს მეტი წარმომადგენლობა ნატოში.

banner
წინა სტატიაშიპენსილვანიაში სკოლის ავტობუსი სახლს დაეჯახა (ფოტო+ვიდეო)
შემდეგი სტატია“ჰოლიდეინთან” “თავისუფალი ზონის” რამდენიმე აქტივისტი პრემიერის საწინააღმდეგო აქციას მართავს