გიორგი მარგველაშვილი – სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა, არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან შეხვედრაზე გუშინ გააკეთა. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც დგას თქვენს უკან და თქვენს გვერდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ იურიდიული საზოგადოება, არამედ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფენები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თავისთავად ამან კიდევ უფრო მაღალი გახადა სტანდარტი ამ პროცესის და კიდევ უფრო გააღრმავა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატი. მე მადლობა მინდა ვუთხრა მედიასაც, რომელიც მთელი კვირების განმავლობაში აქტიურად გითმობდათ თავის ეთერს, გაძლევდათ საშუალებას ჩამოგეყალიბებინათ თქვენი შეხედულებები და ფართო დისკუსია გაშალა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც არის ლოდის საკიდური ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რადგან სასამართლო სისტემის სტაბილურობა, მდგრადობა, ნდობა საზოგადოებისა სასამარლთო სისტემის მიმართ, რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ის, რაც ცვალებად გარემოებებს ასტაბილურებს არის სწორედ სასამართლო ხელისუფლება.
“პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე, ხშირად დამოკიდებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებებზე, მაგრამ ის, რაც ასტაბილურებს ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს რეალურად არის სასამართო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რეალურად არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობის პირველი დილა უკრაინაში
შემდეგი სტატიატელევიზორებისა და გამათბობლების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს