გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში”, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკიდან წასვლას და საპრეზიდენტო მანდატზე უარის თქმას არ გეგმავს.
“მე მოსახლეობამ დამაკისრა საპრეზიდენტო მანდატი და არა მგონია, რომ ეს მანდატი უნდა შევცვალო. შესაბამისად საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, არ ვაპირებ იმ კონკრეტული მიზეზის გამო, რომ ეს დამავალა ქართველმა ხალხმა – ძალიან სტაბილური სამწლიანი მანდატი მაქვს 2018 წლამდე. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ბუნებრივია, დღეს მე განცხადებას იმის თაობაზე, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, არ გავაკეთებ. პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი ჯერ საერთოდ არ დგას, ეს არის 3 წლის მერე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ტელეარხმა სირიაში დასაბომბი ამინდი გამოაცხადა… (VIDEO)
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ცხადია, ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა