გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს და იმედს იტოვებს, რომ გამოძიება დროულად ჩატარდება რა მოხდა რეალურად დადგინდება

“მწუხარებას გამოვთქვამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას.

თუმცა ეს ვერ გაანელებს იმ ტკივილს, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედით.

ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ბატონ იურისთან ერთად იბრძოდა სიმართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.”

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება
შემდეგი სტატიათუკი დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება