გიორგი მარგველაშვილი: მინდა, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მადლობა ვუთხრა ასეთი გმირის გაზრდისთვის

მე ფიცი დავდე არა

მინდა, მივუსამძიმრო ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს და მადლობა ვუთხრა ასეთი გმირის გაზრდისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ჩამოსვენებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დარჩენილ ქართველ სამხედროებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ქართულ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ესმის მათი ტკივილი.
“დღეს მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. პირველ რიგში მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მინდა, მივმართო იმ ბიჭებსაც, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და, რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს ვინც ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. მინდა, მივმართო შეიარაღებულ ძალებსაც და ვუთხრა, რომ მადლობლები ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის წევს და იმ სისხლისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ღვრის. ასევე, მინდა მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით მომავალში. საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში თავდასხმისას 22 სექტემბერს დაუღუპა. იგი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.
თაბილისის საერთაშორისო ეროპორტში იმყოფებოდნენ სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ვასილ ყულჯანიშვილს 29 სექტემებერს რუსთავში დაკრძალავენ

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დახურვას კვლავ ითხოვს
შემდეგი სტატია“მსგავსი ინციდენტები უკანონო ოკუპაციას ასახავს”, – აშშ-ს ელჩის მოადგილე დვანში ახალგაზრდების გატაცებაზე