გიორგი მარგველაშვილი: მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში

მე გავუუცხოვდი

მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შემქნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირპისპირების წინაპირობები.
“ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალქის მოვალეობაა, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითრებიდან გამომდინარე ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის რომ შვეინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის შენობასთან არხის მხარდამჭერები არიან შეკრებილი
შემდეგი სტატიაწუხელ გვაინ ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ოფისი დაარბიეს