გიორგი მარგველაშვილი: მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზინდეტის პირველი კომენტარი მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე უპასუხა.

პრეზინდეტი ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

“მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად საუბარია შეზღუდულ უფლებებზე, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა პარლამენტში არის ძალიან დაბალი, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში და პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.

გიორგი მარგველაშვილს კითხვები პატიმრების შეწყალებასა და საერთშორისო რადარებიდან საქართველოს გაქრობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსიც დაეწრნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს არ ადასტურებს
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ რამდენიმე პირი დააკავეს