გიორგი მარგველაშვილი ვატიკანში გაემგზავრა

მე ფიცი დავდე არა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებთან, ასევე სამუშაო სადილი ვატიკანში აკრედიტებული სახელმწიფოების ელჩებთან.
საქართველოს პრეზიდენტი წმინდა საყდარს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.
პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – 9 აპრილი დარჩა დღედ, როდესაც მთელი ერი იდგა ერთად, ერთი იდეის გარშემო
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ