გიორგი მარგველაშვილი: ეს ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ის გრძნობები, რომლებიც შეესატყვისება თქვენ საქართველოში ჩამოსვლას, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
“ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ის გრძნობები, რომლებიც შეესატყვისება თქვენ საქართველოში ჩამოსვლას. ეს ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა. დარწმუნებული ვარ, ვიზიტი ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გაღრმავებას მოემსახურება”, – მიმართა მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკო: არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა
შემდეგი სტატიაამერიკელებმა ,,ებოლა,, დაამარცხეს…