გიორგი მარგველაშვილი: დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის

მარგველაშვილი ჩაჩუა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურგიას მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

“მინდა ყველას მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის, რომელიც ყველას შეუნდობს, რომელსაც აქვს ძალა იმისა, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს, რომელსაც აქვს შემოქმედების ძალიან დიდი უნარი. ღმერთმა დიდხანს გაგვაძლებინოს ამ ძალით, დიდხანს გვატარებინოს ეს ძალა, არ დავივიწყოთ, ზურგი არ შევაქციოთ, არ ვუთხრათ მას უარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას
შემდეგი სტატიაშსს-ს წარმომადგენლებმა თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყალი და პროდუქტები დაურიგეს