გიორგი მარგველაშვილი: დავეთანხმე მოსაზრებას, რომ საქართველო აქტიური რადარებიდან გაქრა

„მე დავეთანხმე იმ მოსაზრებას, რომელიც იყო გამოთქმული, რომ საქართველო აქტიური რადარებიდან გაქრა,”-ამის შესახებ საქართველოს პრეზინდეტმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილს შეხვედრაზე კითხვა საერთაშორისო რადარებიდან საქართველოს გაქრობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

„პასუხი რა უნდა გაკეთდეს, ამაზე დარბაზის პირველ რიგებში შეგიძლიათ იხილოთ, ხედავთ არაერთი ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც ვაშინგტონში არის, ქართული დელეგაცია დღეს ნიუ იორკში მუშაობს. ეს არის აქტიური და აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ქართული პრობლემატიკა და საკითხები შეერთებული შტატების რადარებთან მივიტანოთ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: 1 ოქტომბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება