გიორგი მარგველაშვილი: დავთქვით, რომ, უახლოეს მომავალში შეხვედრას კიდევ გავმართავთ

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ეროვნული უშიშროების საბჭო კვლავ შეიკრიბება.

როგორც პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების რაოდენობა განიხილეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი და რომესაც მხარი დაუჭირეს.

“ჩვენ განვიხილეთ შეიარაღებული ძალების რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილი იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ და მხარი დავუჭირეთ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. უშიშროების საბჭოს მდივანს ვთხოვეთ, აღნიშნულის პარლამენტისთვის მიწოდება. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც გამოვლენილია ერთობლივი მუშაობის შედეგად. განვიხილეთ ამ საფრთხეებზე საპასუხო ქმედებების სპექტრი და დავთქვით უახლოეს მომავალში, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელახლა შეხვედრა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საბჭოს სხდომა ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სამხედროს ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.

“ჩვენ შეხვედრა იმ ტრაგიკულ ფონზე დავიწყეთ, როდესაც ავღანეთში ჯარისკაცი დავკარგეთ, მეორე ჯარისკაცი დაიჭრა და მისი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა. უშიშროების საბჭო დაიწყო ამ ტრაგიკული ამბის განხილვით, მისამძიმრებით, როგორც ოჯახის, ისე თანამებრძოლების მიმართ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია–ყოჩაღ ბიჭებო!!!