გიორგი მარგველაშვილი და ბულგარეთის პრეზიდენტი სტიქიის ადგილს დაათვალიერებენ

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოში ვიზიტით მყოფი ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან ერთად თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების ზონას დაათვალიერებს. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ის რომ, მომხდარის მიუხედავად აღნიშნული ვიზიტი შედგა, იმის დასტურია, რომ ბულგარეთი ძნელბედობის დროსაც საქართველოს გვერდითაა.
რაც შეეხება როსენ პლევნელიევის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განსახილველ საკითხებს, ფხალაძის ინფორმაციით, საუბარი ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხება.
“რაც ყველაზე მთავარია, ბულგარეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში”, – განაცხადა ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ლომმა სავარაუდოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიაჯერჯერობით უცნობია, ცოცხალია თუ არა მტაცებლის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი.