გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის საკითხზე ექსპერტებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საზოგადოება “ივერიის” წარმომადგენელმა, ნიკა რურუამ განუცხადა, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით იმართება და მოწვეულია ბევრი ორგანიზაცია.
“მთავარი თემა იქნება აფხაზეთის საკითხი. სხვა დეტალების შესახებ არ ვიცი. პირადად მე ვიმსჯელებ ყველაფერ იმაზე, რაც მეჩვენება, რომ ამ წუთას ისე არ კეთდება, როგორც შეიძლება კეთდებოდეს. ვიმსჯელებ საგარეო პოლიტიკის ლაფსუსებზე, იმ პასიურობაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო იჩენს, გაშვებულ შესაძლებლობებზე. ამ ყველაფერზე ვეცდები პრეზიდენტის შეხედულებები მოვისმინო და რაღაცნაირად ვურჩიოთ მას ჩვენი აზრით, სწორი ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ეს მითი, რომ პრეზიდენტი საქართველოში უძალოა, არის ტყუილი. საქართველოს პრეზიდენტი არის უმაღლესი ლეგიტიმურობის პოლიტიკური ფიგურა. მას აქვს საკმაოდ ძლიერი კონსტიტუციური უფლებები და საჭიროა მან ეს ყველაფერი გამოიყენოს”, – განაცხადა ნიკა რურუამ.
რაც შეეხება ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს, ის შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხის განხილვას აპირებს. როგორც შარაშენიძე აცხადებს, ამ თემის მიჩუმათება არანაირად არ შეიძლება.
“აქამდე ეს თემა გადაწეული იყო მეორე პლანზე. ახლა როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა მისი ამოწევა. ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ ამ პროექტის წინააღმდეგ, რომელიც არის დამღუპველი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ინგლისის დედოფალს შეხვდა
შემდეგი სტატიაის რაც ხდება ქვეყნის ეკონომიკაში პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულია-მიხეილ მაჭავარიანი