გიორგი მარგველაშვილი: ამ გამარჯვებებს აქვს კიდევ მომავალი

გიორგი მარგველაშვილი - ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, თუ როგორ იცხოვრონ ქართველებმა თავიანთ სამკვიდროში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილა და ვიცე სპიკერ მანანა კობახიძესთან ერთად იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნის ღონისძიებას დაესწრო.

“დღეს ჩვენ ვზეიმობთ სიძლიერეს ქართული სულისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განამტკიცა და შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა. კაცობრიობის ისტორია იწერება, როგორც ომების ისტორია, სადაც ერთი ძალა მეორეს ჯობნის ან პირიქით, თუმცა ისტორიაში არის ამ ისტორიის დაწერის სხვა ფორმაც, როგორც ვაჟკაცობის და სამშობლოსთვის თავდადების ზეობის. ამ თვალსაზრისით, შეიძლება წააგო ომი, მაგრამ მაინც გაიმარჯვო და მაინც დათრგუნო მტერი შენი თავდადებით, ვაჟკაცობით და სულიერი ძალით. როდესაც ჩვენ წავაგეთ ის ბრძოლები, რომლებმაც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო, იუნკერთა გმირობამ ჩააგდო ფესვი, რომელმაც მერე მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც არასდროს არ ჩამკვდარა. ფესვი, რომელიც ყოველთვის ღვივის და ფესვი, რომელი ჩვენ სამშობლოს ყოველთვის დამოუკიდებლობას, სიძლიერეს და მომავლისკენ გახედვის შესძლებლობას აძლევს. დღეს ჩვენ, დღევანდელი სახელმწიფოს წარმომადგენლები ვეუბნებით მათ მადლობას, რადგან მათმა გმირობამ მისცა მერე ეროვნულ მოძრაობასაც გაუტეხელობა სულისა და იმ გამარჯვებისაც, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მიიყვანა. ამ გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, აქვს კიდევ მომავალი. საქართველო უნდა გამთლიანდეს, საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და საქართველოს ვერასდროს, ვერავინ ვერ უნდა უკარნახოს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ქართველებმა თავის სამკვიდროში, რომელსაც მრავალი საუკუნეა იცავენ, ეფერებიან და უვლიან. ამიტომ დღეს ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ დღესვე გვიჩნდება მტკიცე ნება და ხედვა იმისა, რომ საქართველო იქნება მთლიანი ძლიერი და სუვერენული. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა პოროშენკო თბილისში დაპატიჟა
შემდეგი სტატია„როცა არ ხარ უმრავლესობაში შესაბამისად ძალიან რთული და არასწორია მართო კომიტეტი“