გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს:

“ძვირფასო ალექსანდრ გრიგორის ძევ,

ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მსურს მოგილოცოთ ბელარუსის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

ბელარუსის მოსახლეობამ გადადგა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვითარებისაკენ, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს თქვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემდგომი მოღვაწეობა კვლავაც მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განვითარებას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში”,- აღნიშნულია მარგველაშვილის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ვიქტორ დოლიძე ჩვენთან ერთად შევა პარლამენტში და დაამხობს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა ვერეს ხეობაში ყველანაირი მშენებლობის წინააღმდეგია