გიორგი მარგველაშვილი აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი - ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

საქართველო არასდროს დაივიწყებს იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას დაესწრო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი თაობები მათი გმირობის მაგალითით გაიზრდება.
“დღეს კიდევ ერთი დღეა, როდესაც ჩვენ ვგლოვობთ ჩვენ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ჩვენ ვგლოვობთ და ამავე დროს მომავალ თაობებს მათი ნათელი სახელით, მათი გმირობის მაგალითით ვზრდით. საქართველო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრის ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს. სხეულის ფრაგმენტები გასული წლების განმავლობაში, იდენტიფიცირების მიზნით, დნმ-ის ანალიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი იდენტიფიცირება რამდენიმე თვის წინ დასრულდა და ფრაგმენტები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დღეს დაიკრძალა.
დაკრძალვას თავდაცვის სამინიტროსა და გენშტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიჯოკია ბოდოკია პატიმრობაში რჩება – საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს გაგრძელდება
შემდეგი სტატიაპარლამენტში პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ