გიორგი მარგველაშვილთან სასაუბროდ დავით უსუფაშვილი მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ხვდება. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უკვე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ, რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიწვია.

ამ დროისთვის პრეზიდენტის მიწვევას, დადებითად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
შემდეგი სტატიაავარია თელავში- გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი