გიორგი კორახაშვილი: რადიო “აფხაზეთის ხმა” გათიშა ანძებიდან ბანალური მიზეზებით

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული ღირებულებების ნგრევის საქმეში – რადიო “აფხაზეთის ხმა” გათიშა ანძებიდან ბანალური მიზეზებით- ამის შესახებ რადიო “აფხაზეთის ხმის” გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კორახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო შემცირებულია სარეკლამო შემოსავლები, შესაბამისად ორგანიზაციას შეექმნა ფინანსური პრობლემები. მცირედი დავალიანების გამო ანძამ შეწყვიტა რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვას! მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ აღადგინოს მაუწყებლობა და მოგვცეს ვადა ანძის დავალიანების დასაფარად!”,- წერს გიორგი კორახაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო ნიშნები, რომელსაც წლებია წალენჯიხელები ითხოვენ–საგზაო დეპარტამენტის სწრაფი რეაგირება