,,გიორგი კმაყოფილი ხარ იმით რაც ხდება სტუდიაში”?!

რუსთავი 2–ის თოქ–შოუ ,,არჩევანი” ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც პირდაპირ ეთერში უმრავლესობის დეპუტატი გიგა ბუკია ჩაერთო სტუდიაში მყოფი კახელი გლეხების ხმაური მოჰყვა.
,,დოლარი გაორმაგდა და ამ დროს ყურძენი 60 თეთრად გინდათ ჩაიბაროთ. არ გცხვენიათ?!მე არც პროვოკატორი ვარ და არც ნაციონალი,მე ქართველი გლეხი ვარ”–მიმართა დეპუტატს სტუდიაში მყოფმა მევენახემ.

ბუკიამ კახელი გლეხების განცხადებების შემდეგ გადაცემის წამყვანს გიორგი ბუკიას მიმართა:

„გიორგი კმაყოფილი ხარ? ბედნიერი ხარ იმით, რაც ხდება სტუდიაში? დიახ, ბედნიერი და კმაყოფილი ხარ. გილოცავ წარმატებულ ეთერს. სვხას რას უნდა ველოდე „რუსთავი 2“-სგან, – განაცხადა ბუკიამ.

 

banner
წინა სტატიაში„ჩვენი ხელისუფლება არის მშიშარა, ღარიბაშვილი როგორი კახელი კაცია?!…”
შემდეგი სტატია„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, თითქოს მთავრობა ფეხბურთის არჩევნებში ერევა“