გიორგი კვირიკაშვილი – 9 აპრილი დარჩა დღედ, როდესაც მთელი ერი იდგა ერთად, ერთი იდეის გარშემო

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის 9 აპრილი დარჩა დღედ, როდესაც მთელი ერი იდგა ერთ მუშტად შეკრული ერთი იდეის გარშემო. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.
“მე ნამდვილად მენატრება ასეთი ერთიანობა, როცა მართლაც შეიძლებოდა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ მთლიანად სოლიდარული საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს ერთიანობის იდეის გარშემო. ჩვენ, ალბათ, კიდევ მოგვიწევს გაერთიანება იმისთვის, რომ ჩვენი ერი გავამთლიანოთ, ჩვენი ადამიანების გულები გავაერთიანოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძმების – აფხაზების და ოსების გულები ჩვენს მთლიან საქართველოში ერთად. ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად, თავდაუზოგავი შრომით, ერთიანობით და სიყვარულით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე – 9 აპრილს დაღუპულები ჩვენი ქვეყნის გმირები არიან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ვატიკანში გაემგზავრა