გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტს წარმატებულს უწოდებს

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან იყო ძალიან დადებითი, რომელიც დადებით ატმოსფეროში ჩატარდა.
“ჩინეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მსხვილი ინვესტიციების განხორციელებაზე საქართველოს მიმართულებით, პირადად ჩინეთის პრემიერის მხრიდან ხაზგასმული იქნა მნიშვნელობა ამ რეგიონის, გამომდინარე ახალი პროექტის აბრეშუმის გზის აღორძინების ფარგლებში, საუბარი იყო ანაკლიის პორტზე. ჩინეთის პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩინეთის სახელმწიფო მხარს დაუჭერს ჩინურ კომპანიებს ამ პროექტში მონაწილეობისთვის. მარტო ეს პროექტი არის იმხელა მნიშვნელობის, რომელსაც შეუძლია მთლიანად საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების დონე შეცვალოს რამოდენიმე რიგად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, იყო ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა ჩინეთის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან. მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მხსვილი პროექტების დაფინანსების შესახებ. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ წარადგინა რამოდენიმე პროექტი და ისინი ამით ძალიან დაინტერესდნენ.
“ასევე იყო კომპანიებთან შეხვედრა, მათ შორის მსხვილ სახელმწიფო კომპანიებთან, ფასიანი ქაღალდების კომისიასთან, რომელთანაც ასევე საუბარი გვქონდა საქართველოს საფონდო ბაზრის და ჩინეთის, განსაკუთრებით შანხაის საფონდო ბირჟასთან ურთიერთობის საკითხებზე. მთლიანობაში ეს იყო წარმატებული ვიზიტი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეტაკებები არაბ მიგრანტებს შორის… ევროპის შსს-ს მინისტრები საგანგებოდ იკრიბებიან… (VIDEO)
შემდეგი სტატიაიტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს