გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდასაქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების განმტკიცების დიდი მნიშვნელობა. გიორგი კვირიკაშვილმა და იან კელიმ ასევე განიხილეს ოქტომბრის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული რეფორმების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიმაჰათმა განდის შვილთაშვილი საუდის არაბეთში თაღლითობაშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატიაუკრაინამ ელექტროენერგიის ღირებულება 15%-ით გაუზარდა ყირიმს