გიორგი კვირიკაშვილი: რკინიგზის პრივატიზების საკითხი ამ ეტაპზე არ იხილება

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

“საქართველოს რკინიგზის” პრივატიზაციის საკითხი ამ დროისთვის არ იხილება,” – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ბათუმში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“ვიღაცეებს უნდათ, რომ შექმნან ნეგატიური ახალი ამბავი, მერე ყველა დავდგეთ და ამაზე ვილაპარაკოთ. საუბარი იყო იმაზე, თუ მოხდება ოდესმე პრივატიზაცია, არსებული საგარეო პოლიტიკური საფრთხეები უნდა იქნეს გათვალისწინებული. რკინიგზის პრივატიზაციის საკითხი ამ წუთას არ იხილება. მაგრამ ჩემის აზრით, იმისთვის, რომ იყოს საქართველიში აქტივების შეფასება უფრო იოლი, ასეთი ტიპის ორგანიზაციების მინორიტარული წილი ბირჟაზე უნდა გავიდეს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემორკატები” პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს
შემდეგი სტატიაშსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო