გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პრეტენზიებს პასუხობს

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური საბჭოების შესახებ პრეზიდენტის პრეტენზიებს პასუხობს.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედებს პრინციპი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია და რომლის დროსაც გადაწყვეტილების მისაღებად საკითხი რევიზიას სპეციალურ საბჭოში გადის.

„გადაწყვეტილებათა მიღების უწყებათაშორისი ფორმატი გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში და ისეთი საკითხები, რომელიც მოითხოვს არა ერთი, არამედ რამდენიმე უწყების ჩართვას, ძალიან ხშირად უწყებათაშორის ფორმატში იხილება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მარგველაშვილმა დღევანდელ გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები აფერხებენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ 4 ადამიანი მოკლან
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მთავრობისთვის კრიტიკას არ იშურებს