გიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. მინისტრი ყველას მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნოს. ამის შესახებ, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ვფიქრობთ, რომ ლართან მიმართებაში, ის, რაც ჩვენს შიდა ეკონომიკურ სიტუაციას ეხება, ანუ მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, ეკონომიკური გარე შოკის შედეგები, არის აბსოლუტურად დაბალანსებული. დღესდღეობით, მე შემიძლია ვთქვა, რომ აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ მთლიანად გადააბალანსა ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება. რიცხვებში შემიძლია ვთქვა, 332 მილიონი დოლარის დადებითი მაჩვენებელი არის იმპორტის შემცირებიდან, ანუ 332 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა ქვეყნიდან ჯამში. თვითონ ფულადი გზავნილების შემცირებას რაც შეეხება, იყო მხოლოდ და მხოლოდ 202 მილიონი დოლარი და ის მთლიანად ამით არის გადაბალანსებული. რაც შეეხება პრივატიზაციას, 110 მილიონ ლარზე მეტია შემოსული პრივატიზაციიდან”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც “აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან, ან მიიღებენ სპეკულაციური ტიპის ტრანზაქციებში მონაწილეობას, აუცილებლად წაგებული დარჩებიან”.
“გამომდინარე სახელმწიფო საწარმოების ანგარიშზე არსებული სადოლარე ნაშთებიდან, რომელიც თანდათან გამოვა ბაზარზე, ასევე გამომდინარე იქნედან, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად, გავიარეთ ჩვენ ფულის მიმოქცევა უახლოესი დღეების განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა. კონკრეტულად, საუბარი მაქვს ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე არის ჯანსაღი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა დაავალა
შემდეგი სტატიაავარია თბილისში – დაშავებულია სასწრაფო დახმარების 2 ექიმი