გიორგი კვირიკაშვილი: კანონი, რომელიც ეროვნული ბანკის შესახებ მივიღეთ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

მმართველი გუნდის წარმომადგენლები გიორგი ქადაგიძეს პასუხობენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მისთვის ამ საკითხზე სპეკულაციები მიუღებელია.

როგორც ცნობილია, გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა არაკონსტიტუციური უწოდა. ეროვნული ბანკი პრეზიდენტის მიერ ამ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას მიესალმება.

“კანონი, რომელიც მივიღეთ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მე არ ვიზიარებ იმ სპეკულაციებს, რომელიც ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, ამ კანონის ამოქმედებით საბანკო სექტორი არ დაზარალდება. მისი თქმით, თუ სწორად გაკეთდება ყველაფერი, პრობლემები არ შეიქმნება.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკოს კომენტარი ნინო შუბლაძის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია