გიორგი კვირიკაშვილი: ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისთვის მიუღებელია ძალადობის და წამების ამსახველი კადრების გავრცელება და შემდეგ მისი სხვადასხვა ქალაქის ცენტრში ჩვენება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის ინტერესში აღნიშნული კადრების ჩვენება, არ შედის.

“გუშინ ვიხილე ქუჩაში შელაპარაკებები, იყო ბიზნესმენ კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება, მინდა ვთხოვო ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, რადგან ამას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება, ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მთავრობის ინტერესში და ვინც აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნები იმას, რომ ქალაქებში ასეთი რაღაცეები აჩვენონ”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონის 11 საათიანი დაკითხვა კონგრესში
შემდეგი სტატია,,ჩვენს პარტნიორებს რაიმე კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეთ“