გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

26-28 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა.

გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც, მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს და ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ქრისტიან-სოციალური კავშირის ჯგუფის თავმჯდომარეს გერდა ჰასელფელდტს შეხვდება.

მინისტრი, ასევე, შეხვედრებს გამართავს კონრად ადენაურის ფონდის თავმჯდომარე ჰანს-გერტ პოეტერინგთან, მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარე ფოლკერ პერთესთან და გერმანელ ექსპერტებთან.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა გერმანული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის გენერალურ მდივანს რაინერ ლინდნერს და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარეს მარკუს ფელზნერს.

banner
წინა სტატიაშისათვალთვალო კამერების მონტაჟი რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე განახლდა
შემდეგი სტატიაამინდის გრძელვადიანი პროგნოზი