“გადასახადების შემცირებაზე ვმუშაობთ,” – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ჟუნრალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
მინისტრს მიაჩნია, რომ აუცილებელია, საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია მოხდეს.
“გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ. პირიქით, ვმუშაობთ მის შემცირებაზე, რადგან აუცილებელია მოხდეს ლიბერალიზაცია. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ინტენსიურად ვმუშაობთ. ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.