გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კური სტაბილიზაციისკენ მიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კური სტაბილიზაციისკენ მიდის.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით გუშინ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

“შემიძლია გითხრათ, რომ სტაბილიზაციისკენ მიდის პროცესი. გუშინ ეკონომიკური საბჭოს მდივანთან ერთად გვქონდა შეხვედრა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჩვენი მომავალი ქმედებები. მთავრობას კომპლექსური გეგმები აქვს, თუ როგორ წავახალისოთ მომავალში ექსპორტი, ტურიზმი, ასევე უცხოური ინვესტიციების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი და აქტიური ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კომპლექსურად ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბოლო დღეეების განმავლობაში ლარი მკვეთრად გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარის შესაძენი ფასი ორ ლარს გადასცდა. ოფიციალური კურსი კი – 1.99-ია.

banner
წინა სტატიაშივინ უხელმძღვანელებს შს სამინისტროს?- ღარიბაშვილმა ჭიკაიძის განცხადება დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება