გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის გადასაწყვეტია მისი მოხსენება როდის წარედგინოს საქართველოს პარლამენტს

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაკანონმდებლობა არ ირღვევა იმით, თუკი პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით არა თებერვალში, არამედ სხვა თვეს გამოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში თებერვალში არ მივიდეს, საპარლამენტო მდივნის თქმით, “თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია”.

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება იმართება როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, თუმცა  რა თქმა უნდა, გამონაკლისსაც გულისხმობს და უკანასკნელი წლების ტრადიციაც ამაზე მიუთითებს.კონსტიტუციურად და კანონის მიერადაც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია მისი მოხსენება როდის წარედგინოს საქართველოს პარლამენტს. უკვე პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის ხელმძღვანელობასთან გვექნება კონსულტაციები საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამის მერე გაჟღერდება საბოლოოდ პრეზიდენტის მოხსენების თარიღი”,- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაწყვეტს თუ არა უკრაინა რუსეთთან ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს?
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი “ქართულ ოცნებას” მათ წინააღმდეგ ხელოვნურად დადგმული აქციების მოწყობაში ადანაშაულებს