გიორგი კვერენჩხილაძე: პარლამენტის წევრისგან საპარლამენტო კულტურის დაცვა აუცილებელია

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

საპარლამენტო ცხოვრებაში სასურველია და მე ვფიქრობ, აუცილებელიც, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მითუმეტეს პარლამენტის წევრისგან საპარლამენტო ეთიკის და კულტურის დაცვა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
გიორგი კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია საუბარი იყოს პროფესიული და არგუმენტირებული.
“საპარლამენტო ცხოვრებას გააჩნია თავისი ეთიკისა და კულტურის წესები. შესაბამისად, საპარლამენტო ურთიერთობაში და არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებაში სასურველია და მე ვფიქრობ, აუცილებელიც არის ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მითუმეტეს პარლამენტის წევრისგან საპარლამენტო ეთიკის და კულტურის დაცვა.
ამგვარი ტიპის განცხადებების გაკეთებას, სჯობს იყოს საუბარი პროფესიულად, არგუმენტირებულად, შინაარსობრივად იმ საკითხებთან რაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით არის განპირობებული”, – განაცხადეა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით წარმოდგენილი კანონის პროექტი ცდება პრეზიდენტის უფლებამოსილებას, კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ საკითხზე სერიოზულად საუბარი რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება აქვს მინიჭებული კონსტიტუციით.
“პრეზიდენტმა ვეტო დაადო და დაუბრუნა განსახილველად პარლამენტს. ის საკითხები რაც პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით არის გათვალისწინებული ეხება საბანკო ზედამხედველობას. თითოეული პუნქტი ემყარება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს და დასკვნებს” – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

 

banner
წინა სტატიაში“ამბასადორიალი 2015” გრძელდება-დღე მეორე
შემდეგი სტატიაოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა