გიორგი კვერენჩხილაძე: მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა თვითიზოლაციით გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. ამის შესახებ გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

“მე მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო იგივე გამართული კონსულტაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან, ასევე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე თუნდაც უკანასკნელ დღეებში გამართული კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე შემიძლია გავიხსენოთ ის, რომ სამჯერ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ და სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები დღემდე პასუხგაუცემელია. ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ შეხვედრამდე, რომელზედაც იყო საუბარი, ფრაქციის თავმჯდომარის საპარლამენტო გამოსვლისას, ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მქონდა კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, წერილების დონეზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერთან, ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებთან, თუმცა სამწუხაროდ, ამ კომუნიკაციას შედეგი არ მოყოლია”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, შეხვედრისა და კონსულტაციის გამართვის უხერხულობა თავად პრეზიდენტმა შექმნა. ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და ყურადღება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებულ პროცესსა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაამახვილა.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი ხალვაში უკვე 3 წელია სრულიად უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არ არის ჩვენი საქმე მეგობრებო