გიორგი კვერენჩხილაძე: მკაფიო მიზეზების გარეშე მიუღებელია წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასებული ინსტიტუციისთვის ფუნქციების ჩამორთმევა

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პროფესიულად დასაბუთებული არგუმენტაციისა და მკაფიო მიზეზების გარეშე მიუღებელია, მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასებული კონსტიტუციური ინსტიტუციისთვის ფუნქციების ჩამორთმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც მან “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინა.
“რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და ცალკე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, ამ ფუნქციის – ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ეროვნული ბანკისგან და სსიპ-ის ჩამოყალიბება შემდეგი გარემოებების გამო: პირველი – უდავოა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, მით უმეტეს კონსტიტუციური ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება დემოკრატიული სისტემის ფორმირების წინაპირობაა. ამგვარ ვალდებულებას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და თავად ასოცირების დღის წესრიგი. ხსენებულ დოკუმენტებში ნათლადაა მითითებული მხარეთა ვალდებულება, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებრიობის იმგვარი გარემო და შესაბამისი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადობას და შემდგომ განვითარებას, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების წინაპირობა გახლავთ”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
მისივე თქმით. კონსტიტუციური ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების აუცილებლობის თაობაზე ხაზგასმული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2014 და 2015 წლის საპარლამენტო მოხსენებებში.
“შესაბამისად, მიუღებელია პროფესიულად დასაბუთებული არგუმენტაციისა და მკაფიო მიზეზების გარეშე მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების მიერ (მხედველობაში გვაქვს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი) დადებითად შეფასებული კონსტიტუციური ინსტიტუციისთვის ფუნქციების ჩამორთმევა”, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური ყაზბეგში, სატვირთო მანქანების რიგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერს