გიორგი კახიანი საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის მუშაობას ნაყოფიერად აფასებს

parlamenti

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, სულ საგაზაფხულო სესიის დროს 180 კანონპროექტი მიიღეს, 25 სხდომა გაიმართა, ხოლო ქვორუმის არარსებობის გამო, სესია 4-ჯერ ჩაიშალა.

როგორც კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საგაზაფხულო სესიაზე, საშემოდგომოსგან განსხვავებით, ჩხუბი არ ყოფილა და დეპუტატებს გაცდენების გამო საჯარიმო სანქციები არ დაწესებიათ.

„მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს დაიწყო და დღეს სრულდება. 5 თვის განმავლობაში 180-მდე კანონპროექტი მივიღეთ. იყო შემთხვევები, როცა ქვორუმის გამო სხდომები ჩაიშალა და ასევე, 2 შემთხვევა იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა არ შედგა. საერთო ჯამში, საგაზაფხული სესიას დეპუტატები დადებითად და ნაყოფიერად ვაფასებთ“, – განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საგაზაფხულო სესია სრულდება. მომდევნო კვირებში კი, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნება. საშემოდგომო სესია, კანონის თანახმად, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლემ მერაბიშვილთან დაკავშირებული განაჩენი 66 გვერდიანი განმარტებით გაამყარა”
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს